“ევროკავშირო და აშშ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეში შიმშილობს და კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მე მირჩევნია ვიყო რუსული ტანკის ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პრო-ევრო-ამერიკელი. ევროკავშირი/აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არაფერია ჩვენს ურთიერთობებში”

წერს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი ტვიტერზე. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 32-ე დღეა შიმშილობს.