თუ მხარს უჭერთ ომს, გამონახავთ რაიმე სახის ურთიერთგაგებას რუსეთთან – ზელენსკი

თუ მხარს უჭერთ ომს, გამონახავთ რაიმე სახის ურთიერთგაგებას რუსეთთან  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზიის უსაფრთხოების სამიტზე Shangri-La Dialogue-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაშოშმინება აღარ შეიძლება. ამისთვის უკვე გვიანია. მათთან ყოველდღიურად საუბარი, კონკრეტული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესება – ეს ყველაფერი უფრო ადრე, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე უნდა გაკეთებულიყო. დღეს არ არსებობს „ნაცრისფერი“ ზონა, დღეს არსებობს მხოლოდ მხარდაჭერა. თუ მშვიდობას უჭერთ მხარს, მხარს უჭერთ უკრაინას, თუ მხარს უჭერთ ომს, რა თქმა უნდა, თქვენ გამონახავთ რაიმე სახის ურთიერთგაგებას რუსეთის ფედერაციასთან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.