თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება – ბაიდენი

“თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება”- აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება დააზუსტა.

“მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან შეჯგუფებული ნებისმიერი – ნებისმიერი – რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს”. – თქვა ჯო ბაიდენმა.