თუ ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, მეტ დროს მივცემთ

თუ ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, ავამოქმედებთ მექანიზმს და მეტ დროს მივცემთ”- ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, აამოქმედებენ მექანიზმს, ანუ მისცემენ მეტ დროს, რომ მოგვიანებით შევიდნენ.

“მანდატების დათმობას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, ამ მექანიზმს ავამოქმედებთ, ანუ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს იმისათვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი ამ შეთანხმებას, რომელზეც არის საუბარი ელჩების თანდასწრებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ყველა პარტია იქნება შეკრებილი პარლამენტში. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება, გაგრძელდა პროცესი. საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში გვაქვს შეჯერებული პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.