“დღევანდელი მონაცემებით ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში 33%-ია. ერთჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის – 36.5%. სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია. დელტა შტამზე 60%-იც არაა საკმარისი, სასურველია 70-80% იყოს. ამიტომ, თუ ამ ჩარჩოში განვითარდა პროცესები და ამ რაოდენობის დღიური მაჩვენებელი გვქონდა – 5,6, 7 ათასი, სამიზნეს ვერ მივაღწევთ და ეპიდემიას ვერ შევაკავებთ.

საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა რაოდენობამ მოიმატოს. მიუხედავად იმისა, რომ დავდივართ რაიონებში და ცნობადობა გაიზარდა, მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა მაღალია.

მთელი რიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ.

ზოგიერთი ქვეყნისთვის ე.წ. ზღვრული მაჩვენებელი 20% იყო და ზემოთ ვეღარ წავიდნენ, ზოგიერთისთვის 40%, ზოგიერთისთვის 50%. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი 33-35%-ის ფარგლებში აღმოჩნდა. ასე რომ, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი არ იქნება ან რაიმე შეზღუდვა არ იქნა შემოღებული, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება, აცრები აღარ გაიზრდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”

განაცხადა ამირან გამყრელიძემ.