თუ რამე გაუგებარია, დრო და ადგილი აირჩიე, აგიხსნით რაც შენთვის გაუგებარია – კადიროველები პრიგოჟინს

“თუ რამე გაუგებარია, დრო და ადგილი აირჩიე, აგიხსნით რაც შენთვის გაუგებარია ” – რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები “ვაგნერის” დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს მიმართავენ.

მსგავსი შინაარსის მიმართვები კადიროვთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა ერთდროულად გაავრცელა. პირველად ადამ დელიმხანოვის მიმართვა გავრცელდა,რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის აქტიური მონაწილე და პარალელურად რუსეთისდუმის დეპუტატია.

“შენ უკვე ბლოგერი გახდი, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირი, პრობლემები გაქვს და ტყვია-წამალი არ გაქვს და ა.შ. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენიმე ხალხი დააწვინე ბახმუტის მიმართულებით გასული 7-8 თვის განმავლობაში.[…]თუ შენთვის რამე გაუგებარია ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე, აირჩიო დრო და ადგილი და ჩვენ აგიხსნით იმას რაც შენთვის გაუგებარია”,- ამბობს ადამ დელიმხანოვი.

დელიმხანოვის თქმით, პრიგოჟინი იტყუება როდესაც ამბობს, რომ მას თავდაცვის სამინისტრო არ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. მისი თქმით, ”ვაგნერი” ყველაზე კარგად მომარაგებული დანაყოფი იყო.

“ჩვენს მებრძოლებსაც ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ მებრძოლმა არ უნდა დაიწყოს ამაზე ყვირილი. შენს განცხადებებში ყოველთვის მიანიშნებ, რომ საჭიროა ვიღაცების დახვრეტა. ასეთი სიტყვების გამო მეორე მსოფლიო ომის დროს იმწუთშივე კედელთან მიგაყენებდნენ და დაგხვრეტდნენ.” – ასე მიმართა, პრიგოჟინს კადიროვის კიდევ ერთმა მოადგილემ მაგომედ დაუდოვმა.