თუ რუსულ ვაქცინას აღიარებს მსოფლიო, შეიძლება საქართველომ და სხვა ქვეყნებმაც მოიხმარონ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ რუსულ ვაქცინას მსოფლიო აღიარებს, მისი მომხმარებელი შეიძლება საქართველოც გახდეს.

„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ვარაუდით, ვაქცინა საქართველოში მარტის თვეში იქნება.