თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ კენჭი იყაროს. თავად ძმებმა არველაძეებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

“თუ უნდა სამივე დააყენოს”, – ასე უპასუხა ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ მოქალაქის კითხვას არველაძის შესახებ.