თუ ფიქრობდით, რადგან პოლიტიკური პოზიციონირება შევიცვალე, 20 ივნისზეც შევიცვლიდი, ცდებით – გახარია

ე.წ. გავრილოვის ღამიდან, 2 წლის შემდეგ, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია კვლავ არ პასუხობს კითხვაზე პასუხს, თუ ვინ გასცა 2019 წლის 20 ივნისს, დარბევის ბრძანება.  გახარიას განცხადებით, ჟურნალისტი ცდებოდა “თუ ფიქრობდა”, რომ რადგან პოლიტიკური პოზიციონირება შეიცვალა, 20 ივნისთან მიმართებაშიც შეიცვლიდა პოზიციას.

“თქვენ თუ ფიქრობდით, თამარ, იმიტომ, რომ მე პოლიტიკური პოზიციონირება შევიცვალე, 20 ივნისთან მიმართებაში პოზიციას შევიცვლიდი ან ამას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებდი, ძალიან ცდებოდით,

ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა. არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ – არ მაქვს პრობლემა. იმის მაგივრად, რომ სენსიტიური საკითხი ამ დისკუსიაში რაც პოლიტიკური ანგაჟირებულობის ამბავში გამოიყენოთ, შეგიძლიათ საგამოძიებო მასალებს გაეცნოთ – იყო თუ არა დათვის ტყვია, სჭირდებოდა თუ არა ბრძანების გაცემა. შტურმის მცდელობა დაიწყო 12ის ნახევრიდან. მანამდე პოლიცია ითმენდა ფიზიკურ შეტევებს. სამართალდამცავებს ჰქონდათ ბრძანება, დაეცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები. ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს “, – უთხრა გახარიამ მთავარი არხის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს.