თუ “ქართული ოცნება” გააყალბებს არჩევნებს, დავალეწავ თავზე ყუთებს! – ბურჯანაძე

პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება არჩევნებს ისევ გააყალბებს, თავზე დაალეწავს საარჩევნო ყუთებს.

“ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” გამიკეთეს იმავეს მე და ჩემს პარტიელებს, რაც გაგვიკეთა 2016 წელს, როდესაც გაგვიყალბა არჩევნები და პარლამენტს გარეთ დაგვტოვა, დავალეწავ თავზე ყუთებს. ახლა, თავში არ დავარტყამ ამ ყუთებს, ძირითადად ქალები არიან საარჩევნო კომისიებში, მივალ და უზრუნველვყოფ რომ ყუთები გაიხსნას, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მარაოების ფრიალით არ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, არც იარაღით და ცემა–ტყეპით, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მწვავე პროცესი”,– თქვა ბურჯანაძემ ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, ივანიშვილს არ აპატიებს გაყალბებულ არჩევნებს.

“მე მივიღებ ნებისმიერ შედეგს, რომელიც იქნება სამართლიანი, მომეწონება თუ არ მომეწონება, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს არის ის რაოდენობა ხმების, რაც მე ჩემმა ამომრჩევლმა მომცა, შეიძლება გული დამწყდეს, შეიძლება გამიხარდეს, მაგრამ მივიღებ ამ შედეგს. გაყალბებულ შედეგს არავითარ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს და მის სატელიტებს აღარ ვაპატიებ, იმიტომ რომ კმარა, რაც დასცინეს საქართველოს მოსახლეობას, დაგვცინეს ნამდვილ ოპოზიციას, დაგცინეს მე და ჩემს პარტიელებს და ბურჯანაძე– ერთიანი საქართველო, 3 ნომერი ამ არჩევნებში არავის არ მისცემს 1 ხმის მოპარვის უფლებასაც კი”,– აცხადებს ნინო ბურჯანაძე.