“თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში – დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფალი ხმის მიცემა. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ.

ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება… თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში – ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ – ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.”

აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას.