თუ შეთანხმება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, მზად ვართ, პარლამენტში ვიმუშაოთ დროებით – სალომე სამადაშვილი

”თუ შეთანხმება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, მზად ვართ, პარლამენტში ვიმუშაოთ დროებით”- ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის,  სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზადაა, დროებით შევიდნენ პარლამენთში, თუ  შეთანხმება ამის საშუალებას მისცემ.ამის შესახებ მან, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა.

“ეს განწყობაც არ ჰქონდა ოპოზიციის ნაწილს, ამბობდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა. ახლა, ერთიანი პოზიცია არის, რომ თუ შეთანხმება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, სწორედ იმიტომ, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაც არის აუცილებელი, ოღონდ აქ მართლმსაჯულების რეფორმაზე არ დავიწყებდი, ეს არის საარჩევნო რეფორმა, პირველ რიგში, დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ, დროებით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.