“თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, შესაძლოა, ისინი რუსების სამიზნე გახდნენ” – რუსეთის ელჩი გაეროში

“თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, შესაძლოა, ისინი რუსების სამიზნე გახდნენ” – ამის შესახებ, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ., დიმიტრი პოლიანსკიმ, განაცხადა. 

„მათ შვედეთმა და ფინეთმა იციან, რომ თუ ნატოს წევრები გახდებიან, ეს გამოიწვევს გარკვეული სარკისებური ნაბიჯების პროვოცირებას რუსეთის მხრიდან, რაც ჩვეულებრივ ალიანსის წევრ ქვეყნებზე მოქმედებს. გახდებიან სამიზნეები, შესაძლო თავდასხმის სამიზნეები – ისევე, როგორც რუსეთის ტერიტორიები ხდება ნატოს ქვეყნების თავდასხმის სამიზნე… ნატო ჩვენთვის ძალიან არამეგობრული ბლოკია. ის მტერია. ნატომ თავადაც აღიარა, რომ რუსეთი მტერია. ეს ნიშნავს, რომ ფინეთი და შვედეთი მოულოდნელად ხდებიან მტრის ნაწილი ნეიტრალური ქვეყნებიდან. ისინი იღებენ ყველა რისკს, როგორც ყველა. სხვაგვარად, მათ გარკვეული რისკები დაეკისრებათ თავდაცვის სექტორში, დაზარალდებიან ეკონომიკური ხარჯებით“, – თქვა პოლიანსკიმ.