თქვენი ჩასვლის შემდეგ „ნამახვანჰესის“აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი! – იოსელიანი დავითაშვილს

თქვენი ჩასვლის შემდეგ „ნამახვანჰესის“აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი! – ამ განცხადებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიმართა.

“28 თებერვალს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ქუთაისში პირველი დიდი აქცია გაიმართა. ამის შემდეგ თქვენ მოსალაპარკებლად ჩაბრძანდით და თქვენი ჩასვლის შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ, რომ მათთვის მოგესმინათ და იქედან გამოიქეცით. ასე აპირებთ პრობლემის მოგვარებას? სანამ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება, ასეთი “წარმატებული კომუნიკაციით აპირებთან მოქალაქეებთან ურთიერთობის გაგრძელებას?“, – მიმართა იოსელიანმა ლევან დავითაშვილს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.