“თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც!” – ციკოლია თავისი მაღაზიის ძარცვის ვიდეოს აქვეყნებს

დიზაინერი ზვიად ციკოლია თავის მაღაზიაში მძარცველების შეჭრის ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, ძარცვა დღეს დილით მოხდა. კადრებში ჩანს, როგორ შედის ორი პიროვნება მაღაზიაში და ვიტრინებს ამტვრევს.

“თქვენი უცხოელი “ღმერთების” და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც…! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს? ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით”,- წერს ზვიად ციკოლია ფეისბუქზე.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოიპარეს მძარცველებმა. შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია.