თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება – “აზოვი” პუტინს მიმართავს

თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება –  ამ სიტყვებით მიმართავს, “აზოვის” ბატალიონის, მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მიკიტა ნადტოჩი  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამ განცხადებით “აზოვის” ბატალიონი,  დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ “აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ”.

“დღეების განმავლობაში ისინი უკრაინის არმიაზე იტყუებოდნენ, დღეს კი საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.მინდა შევახსენო ვლადიმერ პუტინს, რომელსაც პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება”. – განაცხადა აზოვის დროებითმა მეთაურმა.

ცნობისთვის, გუშინ 29 ივლისს, ელენოვკაში, რუსებმა დაბომბეს ციხე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 47 და დაიჭრა 75 ტყვე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, თავდასხმა იყო ოკუპანტების მხრიდან.