იანვარ-ოქტომბერში იმპორტი 16.6%-ით შემცირდა, ექსპორტი 11.1%-ით – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საქონლის იმპორტი 23.5%-ით შემცირდა და მან $706 მილიონი დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0%-ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, იანვარ–ოქტომბერში ექსპორტი $2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, იმპორტი კი 16%-ით არის შემცირებული და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა მთლიანად იმპორტის შემცირება.