იაპონელ კაცს ძაღლად გარდაქმნა 15 ათასი დოლარი დაუჯდა

იაპონელმა კაცმა სახელად ტოკო, 2 მილიონი იენი, ანუ 15 ათასი დოლარი დახარჯა საოცრად რეალისტური კოლის ჯიშის ძაღლის ფორმისთვის,რომელიც სპეციალურად მისთვის შეკერეს.

მისი თქმით, ამ ფორმას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამს, როცა გვერდით არავინ არის. არავინ მისი კოლეგებიდან და მეგობრებიდან არ იცის მის “ძაღლურ ალტერ–ეგოზე“. კაცი  საკუთარი გატაცების შესახებ არავის უყვება და საგულდაგულოდ მალავს, რადგან თვლის, რომ შეიძლება არანორმალურად ჩათვალონ.

“ბავშვობიდან მინდოდა ცხოველი ვყოფილიყავი. ამაზე მას შემდეგ ვფიქრობ, რაც თავი მახსოვს. არ მინდა ჩემი გატაცების შესახებ ვინმემ იცოდეს, განსაკუთრებით თანამშრომლებმა. ისინი უცნაურად თვლიან, რომ ძაღლობა მინდა. იმავე მიზეზით არ შემიძლია საკუთარი ნამდვილი სახე გამოვაჩინო“– აღიარებს ტოკო.

ტოკომ იუთუბზე განათავსა ვიდეო, სადაც ცხოველის ფორმაში პოზირებს. კადრები, რომლებზეც ბურთით თამაშობს და ტრიუკების შესრულებას ცდილობს ვირუსული გახდა. ისინი ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ათასობით ადამიანი კი მისი არხის ხელმომწერი გახდა.

იაპონელის თქმით, მან კოლის ჯიში იმის გამო აირჩია, რომ ის უფრო რეალისტურად გამოიყურებოდა და მის ზომებს შეესაბამებოდა. ახლა ტოკოს იმედი აქვს, რომ მის მაგალითს ბევრი ადამიანი მიბაძავს, რომლებიც ჩუმად ოცნებობენ ცხოველად ყოფნაზე.