“მთავარი არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერმინისტრი. მე არ ვიცი, რა ჩანაწერს მაჩვენებთ. ირაკლი ღარიბაშილი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი. საიდან მოიტანეთ? საერთოდ საპირისპიროა ნათქვამი. აბსოლუტურად ცხადია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი. ეს არის უბრალოდ დაკვეთა და გიწევთ დაკვეთის შესრულება”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ფორმულას ჟურნალისტთან საუბრისას. ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა. მისივე განცხადებით, მოქმედ პრემიერს არ აქვს არც ფინანსური და არც იურიდიული განათლება.