ივანიშვილის უკანალზე ამოსული ამორალური ხორცმეტი – ნათელაშვილი კობახიძეზე

“ნახეთ, მე დამიკარგავს პარლამენტში ყოფნის მორალური უფლება და ამ ივანიშვილის უკანალზე ამოსულ ამორალურ ხორცმეტს შეუნარჩუნებია. რას არ გაიგებს კაცი. ბედის დაცინვაა”,– ასე ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

კობახიძემ თქვა, რომ ნათელაშვილმა პარლამენტში ყოფნის “მორალური უფლება დაკარგა”.

“რაც შეეხება ნათელაშვილის პარლამენტში ყოფნას, მე მგონია, რომ მან ყველანაირი მორალური უფლება დაკარგა, რომ იყოს წარმოდგენილი ამ პარლამენტში. მან ეს იცის და ახლა წამოიწყო შოუ. იცის მან, ომ მისი უფლებამოსილება 99%-ით იქნება შეწყვეტილი, შესაბამისად რაღაცა შოუ შემოგვთავაზა”,– აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე TV იმედის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილის გაცდენილი აქვს პარლამენტის ყველა სხდომა, ამიტომ მისთვის მანდატის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.