ივანიშვილის წერილი დასტურია, რომ გახარია მისი პროექტი არ არის – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილით დადასტურდა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის.

კალაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ იმყოფება.

„ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარაის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის“,-განაცხადა კალაძემ.

გუშინ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას შესახებ წერილი გამოაქვ