ივანიშვილი ამცირებს საზოგადოებას, ეპყრობა, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველს – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პროპორციული სისტემა ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს, რაც საზოგადოების დაკვეთაა.

“დაკვეთა საზოგადოების არის ძალიან მკაფიო, ზოგს ეგონა, რომ ხალხს არ ესმის მაჟორიტარები, პროპორციული სისტემა. აქ არის ანგარიშვალდებულებაზე საუბარი, ის პრობლემა, რომელიც იყო იმ გუნდის დროს, რომლის წევრიც მეც ვიყავი, როდესაც იმხელა უპირატესობა ჰქონდა ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ გამაწონაწორებელი ფაქტორები არ მუშაობდა და ეს იყო ერთერთი მიზეზი ყველა პრობლემის”,-აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, ივანიშვილს უნდა, რომ როგორც თავის თანაგუნდელებს ამცირებს, ასე დაამციროს საზოგადეობაც, თუმცა საზოგადოება ამას პასუხს არჩევნებზე გასცემს.

“ბიძინა ივანიშვილის დროს ამან შეიძინა კატასტროფული ხაისათი. არის ადამიანი, რომლესაც ფორმალურად ანგარიშვალდებული ძალა აქვს საზოგადოების წინაშე და მუდმივად ამცირებს საზოგადოებას, ეპყობა ხალხს, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველს. როგორც თავის თანაგუნდელებს ამცირებს, უნდა რომ საზოგადოებამ ეს წესი მიიღოს, საზოგადოება არ იღებს ამ წესს და ამაზე პასუხს შემდეგ არჩევნებზე გასცემს”,- თქვა გიგა ბოკერიამ.