ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს – ხოშტარია წინასწარ შედეგებზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს.

მისი თქმით, ოპოზიცია მალე შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას დასახავს.

“ჩვენ არ ვაპირებთ, ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ციფრებით იხელმძღვანელოს ცესკომ და ამითი გვესაუბროს. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ოპოზიციის სწრაფი შეკრება. ეს რაც ხდება, არ არის საარჩევნო შედეგები. ცესკო კი არა, ივანიშვილი აყალბებს”, – აცხადებს ხოშტარია.

ცესკომ უბნების 31.69% დათვალა. ხმები  ასე ნაწილდება: ოცნება 53.1%, ენმ 23.95%, ევროპული საქართველო 3.95%. ყველა პარტიის შედეგი შეგიძლია იხილოთ ცესკოს ვებგვერდზე.