ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება.

მან საზოგადოებას მიმართა, “ბოლომდე მიაწვნენ”.

“ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი საარჩევნო უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად დიდი ოპოზიციისთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი სახელმწიფოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე – ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი. მიაწექით ბოლომდე, ჩამოშლილია სტრუქტურები, მოგებული გვაქვს ეს არჩევნები”, – აცხადებს სააკაშვილი.