“ივანიშვილმა რაც თქვა ღარიბაშვილზე, ყველაფერი სიმართლეა. რეალურადაც მას ეს წარმოდგენა აქვს ღარიბაშვილზე, უბრალოდ მინდა დავუსვა მას კითხვა ყველას თანდასწრებით, რას ერჩის საქართველოს? რატომ გვიტარებს ამ დანაშაულებრივ ექსპერიმენტს? რით ვერ დაასრულეს ეს ექსპერიმენტი? როგორ შეიძლება, რომ, ფაქტობრივად, კაცთმოძულე, გაუნათლებელი ადამიანი მართავდეს საქართველოს”

ამბობს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი ფორმულასთან ინტერვიუში. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე თქვა, რომ ის მისთვის ავტორიტეტი არ ყოფილა, ასევე, მას არ აქვს ფინანსური და სამართლებრივი ცოდნა.