ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა – ზურაბიშვილი

ივანიშვილს საუბარი “ეროვნული თანხმობის” პროცესზე საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე ძალიან თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია ბოლო წელიწად ნახევარი გახდა თითქმის, მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეს [შერიგების] პროცესი და შევთავაზე მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ამიტომ ჩვენს საუბარს… არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა, რამდენად წინ წავა და თუ დაპირისპირების დუღილის კოეფიციენტი ჩაცხრება, ამის იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მოიტანს.” –  განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა  ფორმულას ჟურნალისტს ნინო ჟიჟილაშვილს.