ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 7 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.