იზიუმთან კონტრშეტევაზე გადავედით – ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაცია

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ფრონტის ხაზზე შექნილ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იზიუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

“იზიუმის მიმართულება ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს – და ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ბუნების შედეგია”. – თქვა მან.