იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი დაჭრეს – UNIAN

UNIAN-ის ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამხედრო ჟურნალისტმა და ბლოგერმა ალექსანდრე შულმანმა დაწერა.

ბლოგერი იუწყება, რომ 66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხში დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები ისხდნენ სამეთაურო პუნქტში, რასაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 20 ოფიცერი.

ტელეგრამ არხი „ვერტიკალის” ცნობით,  რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი ცდილობს დატოვოს იზიუმი, სადაც ოკუპანტებს დიდი ზარალი მიადგათ.