ილიჩოვას ​ღარიბაშვილისგან სიგელი და ​გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული – მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მისი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა ქართული ოცნების ლიდერებს მადლობის სიგელითა და სამკერდე ნიშნით ყავთ დაჯილდოებული. მშვენიერაზე ამბობს, რომ მადლობის სიგელი ილიჩოვას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო სამკერდე ნიშანი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცეს.

ნატალია ილიჩოვას 2013 წელს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობის სიგელი გადასცა სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის.

ამასთან, 2019 წელს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ილიჩოვა უმწიკვლო სამსახურისთვის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.

“ცნობისთვის, ნატალია ილიჩოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ყავს მადლობის სიგელით დანაჯილდოები, ხოლო უმწიკვლო სამსახურისთვის კი, სამკერდე ნიშნით – გიორგი გახარიას. ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.