“ილოცეთ მეფისთვის”–პელე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ფეხბურთის  ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

82 წლის პელე, რომელსაც ერთი წლის წინ სიმსივნე ოპერაციისას ამოკვეთეს   , სამშაბათს სან-პაულოს საავადმყოფოში მოათავსეს, როგორც ამბობენ, რუტინული ყოველთვიური ვიზიტით.

პელეს გასულ კვირას რესპირატორული ინფექცია აღმოაჩნდა და პარასკევს სან-პაულოს ალბერტ აინშტაინის საავადმყოფომ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თუმცა, 3 დეკემბერს ბრაზილიიდან გავრცელდა ინოფრმაცია, რომ პელე ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს   პალიატიურ დახმარებას იღებს.

მოგვიანებით, შაბათს, სან პაულოს საავადმყოფომ, სადაც ის კვლავ იმყოფება, გაავრცელა შეტყობინება, რომ პელე “ჯერ კიდევ გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა სტაბილურია”.

შაბათს საღამოს პელემ გაავრცელა მესიჯი, რომ ის იყო ” არის ძლიერად და იმედით სავსე”. “მინდა, რომ ყველა იყოს მშვიდად  და პოზიტიურად”, – დაწერა პელემ ინსტაგრამზე.

“ილოცეთ მეფისთვის”

დიდი ფეხბურთელის მხარდაჭერის სიტყვები მთელი მსოფლიოდან ისმის .

“ილოცე მეფისთვის”, – წერს ფრანგი თავდამსხმელი და ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავი კილიან მბაპე.

მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულ ლეგენდარულ ფეხბურთელს  2021 წლის სექტემბერში მსხვილი ნაწლავიდან სიმსივნე ამოაჭრეს, რის შემდეგაც რეგულარულად მკურნალობდა.

შაბათს გამოსვლისას ინგლისის კაპიტანმა ჰარი კეინმა თქვა: “ძალიან ვწუხვართ მისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ ვუსურვებთ მას წარმატებას, არა მხოლოდ მე, არამედ ინგლისის მთელი გუნდი. ის არის შთაგონება, წარმოუდგენელი ადამიანი.”

ყოფილმა გერმანელმა თავდამსხმელმა და მსოფლიო ჩემპიონმა იურგენ კლინსმანმა შაბათს BBC-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გადაცემაში საუბრისას განაცხადა: “პელე უბრალოდ მშვენიერი ადამიანია. გამორჩეული პიროვნებაა მსოფლიო ფეხბურთში. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ვილოცოთ და ვიმედოვნებთ საუკეთესოს, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო ამბავი.”

ყოფილმა არგენტინელმა მცველმა პაბლო ზაბალეტამ თქვა: “ძალიან სამწუხაროა პელეს შესახებ ასეთი ამბის  მოსმენა. ის ყველა ჩვენგანისთვის იყო შთაგონება მოედანზე და მის გარეთ. ის ყოველთვის დიდი ადამიანი იყო.”

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა ქვეყანამ, ყატარმა, შაბათს პელეს მხარდაჭერა გამოუცხადა შენობების განათებით წარწერით “მალე გამოჯანმრთელდი”.

ლუსაის სტადიონს დოჰაში, რომელიც 18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს და ხალიფას სტადიონის გვერდით მდებარე Aspire Tower-ს ამშვენებდა პელეს ფოტოები ცნობილი 10 ნომრიანი მაისურის გამოსახულებით.