იმედა კლდიაშვილს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ”გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს და  ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატს იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვით მას მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება შეუჩერა.

იმედა კლდიაშვილი პოლიციის დაუმორჩილებლობითა და სუს-ის შესასვლელის ბლოკირებით ცდილობდა გაეპროტესტებინა ის შედეგები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გამოცხადდა. ის მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სუს-ის დახმარებით არჩევნები “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააყალბა.