იმედია, შემდგომი ჩართულობით საერთო ნიადაგის პოვნა შესაძლებელი იქნება – ჰარცელი

“იმედია, შემდგომი ჩართულობით საერთო ნიადაგის პოვნა შესაძლებელი იქნება “- ამის შესახებ, საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ გამოსავალს. ეს, რა თქმა უნდა, ღრმა შეუთანხმებლობაზე მეტყველებს. ეს შეუთანხმებლობა ჩემთვის ცხადი გახდა 4 თვიანი ფასილიტაციის განმავლობაში, რაც პრობლემურია. თუმცა ვხედავთ, როგორ არიან განსხვავებული მხარეები პროცესში ჩართულები. ასევე არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელ საკითხებზე არის მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული კრიზისი გადაიჭრას, არამედ ქართული დემოკრატია და კანონის უზენაესობა წინ წავიდეს. ეს მნიშვნელოვანი მგონია.  რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ. იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ჩართულობით და მძიმე შრომით მხარეებს შორის საერთო ნიადაგის პოვნა მოხერხდება.” – განაცხადა ჰარცელმა.