იმედი გვაქვს, თქვენ და პირველი ლედი მალე გამოჯანმრთელდებით – ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და პირველ ლედის სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ სოლიდარობით გადავლახავთ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.