იმედი მაქვს, თალაკვაძე პარლამენტის წევრებს მოსთხოვს, რომ შესაბამისობაში იყვნენ პოლიტიკურ კულტურასთან- ევროპარლამენტარი

იმედი მაქვს, თალაკვაძე პარლამენტის წევრებს მოსთხოვს, რომ შესაბამისობაში იყვნენ პოლიტიკურ კულტურასთან- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია “პირველის”  ეთერში განაცხადა.  მან ასევე აღნიშნა, რომ თალაკვაძისგან იმ წერილზე პასუხს ელიან, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების შესახებ გაუგზავნეს.

“ჩვენ მხოლოდ პარასკევს გავაგზავნეთ წერილი. პარლამენტს ჰქონდა დასვენების დღეები და ჯერ არ ველოდებით, მაგრამ იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან. იმედი მაქვს, ჩვენს არგუმენტებს სერიოზულად გაიზიარებს, ახსნა-განმარტებასაც მოგვაწვდის და ექნება საშუალება, აგვიხსნას – როგორ უნდა გაუმჯობესდეს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს მოსთხოვს თალაკვაძე, რომ ისინი შესაბამისობაში იყვნენ პოლიტიკურ კულტურასთან”, – განაცხადა მან