იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.