იმნაძის თქმით, “საკმაოდ რეალურია”, რომ 1 თვეში 500 000 ადამიანი დაინფიცირდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, “საკმაოდ რეალურია”, რომ ერთ თვეში კორონავირუსით ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს. ამის შესახებ მან TV იმედთან განაცხადა.

ცნობისთვის, 26 იანვარს კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 100 ათასზე მეტია.