“რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი – მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ – ოღონდ სხვა რუსეთთან. იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან…მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი – მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.

ჯერჯერობით მე არ მსმენია მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან – არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან”,

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.