იმ ძარცვასთან შედარებით ბადრი ესებუას ძარცვა რაღაც პატარა დეტალია – სააკაშვილი არჩევნებზე

საქართველოს მე–3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან შედარებით, ბადრი ესებუას მიერ საქართველოს ბანკის ძარცვა “პატარა რაღაც დეტალია”.

“ამაზე დიდი ძარცვა, როგორიც არის საარჩევნო ხმის ძარცვა, არ არსებობს, ეს არის ყველაზე პიროვნულში შესვლა, ღირსების წართმევა, ადამიანურობის ფეხქვეშ გათელვა.

ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი, მათ ჩაიდინეს საუკუნის ძარცვა. მთელი პოლიცია დასდევს იმ ერთ ზუგდიდელს, რომელიც მძარცველია და დასაჭერია, მაგრამ ახლა ამათთან შედარებით…

იმ ძარცვასთან შედარებით, რაც ამათ ჩაიდინეს, ბადრი ესებუას ქურდობა და ძარცვა რამდენად დასაგმობი არ არის, პატარა რაღაც დეტალია”,– ამბობს სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში.