ინდოეთში, ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მატა ვაიშნო დევის ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ჭყლეტა გამოიწვია ჩხუბმა.

შემთხვევას ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა.