ინტელექტი დახლზე აქვს შემოდებული, ახალ მეწველს ეძებს – ნათელაშვილი ხუხაშვილზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტოლოგის, გია ხუხაშვილის მიერ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ნათელაშვილი ამბობს, რომ “ხუხაშვილს თავის ინტელექტი დახლზე აქვს შემოდებული”.

“გაუთავდა აშკარად გია ხუხაშვილს 2012–ში ბიძინასგან მიცემული მილიონი. ეძებს კაცი ახალ მეწველს. ნამდვილად საშინელებაა, რომ ქვეყნის ე.წ პოლიტ-ექსპერტებს თავის ინტელექტი დახლზე აქვთ შემოდებული. როგორც კი პირს გააღებენ მაშინვე ხვდები, ვინ აფინანსებს, ან ვის გატყავებას აპირებენ”,– წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

გია ხუხაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ერთჯერი პროექტით პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა ახლა ვალდებულებამ ძალა დაკარგა.