“თეორიული დაშვება, მასში თავმოყრილი მუტაციები უკვე იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან — ეს იქნება ხელოვნური თუ შეძენილი, ანუ ისევ მაღალი რისკი იქმნება რეინფიცირების განვითარების. ეს სამწუხაროდ, რასაკვირველია, ახალი ტალღების და ინფექციის ახალი ძალით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა შტამისგან, იქნება ეს ომიკრონი, ალფა თუ ბეტა”

ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ შტამზე.