ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 506 – აჭარაში

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 1 943 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 506, იმერეთში – 324. ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 100, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

დღეს გარდაცვლილი 20 პაციენტიდან, თბილისიდან 7 იყო, აჭარიდან – 5, იმერეთიდან – 6, შიდა ქართლიდან- 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთიდან – 1 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 44 522
  • გამოჯანმრთელებულია – 28 633
  • მათ შორის გარდაცვლილია – 362
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 3080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2264
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.