ინფიცირების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი – დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 62 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640-ს შეადგენს.