ინფორმაცია ჟონავს ყველგან, მაგრამ მედია არ უნდა ამოიღო მიზანში – კრამერი TV პირველზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშეწმე, დევიდ კრამერი ტვ პირველზე საქმეზე სასამართლოს განჩინებას თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითად არ შეფასდება.

„შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად. ეს ფაქტი შიშის საფუძველი უნდა იყოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის საქართველოში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს არ უნდა ახარებდეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ეს სასამართლოს ცუდი გადაწყვეტილებაა.

ვფიქრობ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ დასავლეთში ეს ყველაფერი დადებითად არ აღიქმება. ინფორმაცია ჟონავს ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხება ხოლმე, არ მოსწონთ. მაგრამ ეს მათ არ აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო და სხვა ორგანოები პოლიტიზებული გახადონ და მედიაორგანიზაციები ამოიღონ მიზანში. ეს არ უნდა იყოს მათი პასუხი”, – აცხადებს კრამერი ფორმულასთან ინტერვიუში.