ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანმა ღარიბაშვილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის  სამხედრო გამწვავებასა და შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

“საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის”. – წერია განცხადებაში.