ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაიზერის ვაქცინით აიცრა.

“დღეს მე ჩავიტარე აცრა. 4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი იოლ ფორმებში, მე შევიწმომე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, ჩამეტარებინა აცრა, რომ გავიძლიერო იმუნიტეტი. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას მივმართო თხოვნით, ყველამ ჩავიტაროთ აცრა.

ბევრი ტრაგედიული ისტორიები ვიცით – ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, დაუინფიცირებია მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიც დამდგარა. ამის თავიდან ასაცილებლად, რაც მთავრობას და მეცნიერებს შეუძლია შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა”,– თქვა მან ვაქცინაციის შემდეგ.