ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19– ის  ვაქცინის  დამატებითი დოზების უმოკლეს  ვადაში  მიღების  პროცესში  ჯანმოს  მხარდაჭერის  მნიშვნელობაზე ტელეფონით ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ მინისტრმა  ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა COVID-19 ის პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა– ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.