ირანული დრონებით იერიშების შემდეგ, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუჩერა

უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია ჩამოართვა, საელჩოში კი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.  გადაწყვეტილების მიზეზი, ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება “არამეგობრულ აქტს” წარმოადგენს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამოიძახეს ირანის ელჩი, რომელსაც შეატყობინეს, რომ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ ნეიტრალურ პოზიციას.