ირმა ინაშვილი ჟურნალისტიკაში ბრუნდება – ის “ობიექტივზე” გადაცემას წაიყვანს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ტელევიზიაში ბრუნდება. ამის შესახებ მან Facebook–ზე დაწერა.

“14 აპრილიდან შევხვდებით “ობიექტივის” ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად!”,– წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა: “ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, პოლიტიკაშიც, ჟურნალისტიკაშიც და ბოლო-ბოლო სიმღერებს დავწერ, რა!”